ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, – ამის შესახებ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელთმთავრობიდან განაყენა.