ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა მიყენებული მძიმე ტრავმების გამო ვერ შეძლეს.
პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებია.
დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული, შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.