ხის დარგვის საერთაშორისო დღე-კრწანისის ტყე-პარკში 60 ნერგი დაირგო

 ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში ნარგავები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების  და გამწვანიანების საკითხებში თანამშრომელი ქვეყნის, ავსტრიის წარმომადგენლებმა დარგეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ,ავსტრიულ დელეგაციას ტყე-პარკში უმასპინძლა.

ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაქს ჰეიგელსბერგმა , ავსტრიელ ჟურნალისტებთან ,სკოლის მოსწავლეებთან  და ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად  ტყე-პარკში 60 ნერგი დარგო.

კრწანისის ტყე-პარკი მართვაში  ველური ბუნების ახლადშექმნილ სააგენტოს გადაეცა. შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.