ჯანდაცვის სამინისტროში დევნილები შეიჭრნენ

აქციის 30-ე დღეს დევნილები სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ. დევნილების ულტიმატუმი მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნა მინისტრის კაბინეტში მოხვედრა და უშუალოდ მასთან გასაუბრებაა.

ამ წუთებში, დევნილები სამინისტროს ფოიეში არიან შეკრებილნი და მინისტრს ელოდებიან. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მინისტრი მათ არ შეხვდება, აქციის მონაწილეები მის კაბინეტში ავლენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 30-ე დღეა რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, თუმცა ამ დრომდე მინისტრი მათ არ შეხვედრია.