“ჯუნგლები არ გვინდა”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება ხალხს უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.

„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვასა და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. თქვენს პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა: „სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და შინაარსიანი კრიტიკის საპასუხოდ ტალახის სროლა და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმის“.