ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება-ამის შესახებ tv4-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
Tv4-ის ჟურნალისტმა მინისტრს კითხვა, რუსთავში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით დაუსვა.
დავითაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს ქალაქის ყველა საწარმოში განახორციელებს და იმ შემთხვევაში,თუ რომელიმე საწარმო ჰაერის ფილტრაციას არ უზრუნველყოფს სოლიდური თანხით დაჯარიმდება.
მისივე განმარტებით, საკითხის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში.