გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ნოემბერს 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს იმირი, იმირჯალა, შულავერი, იმირჭალა, ყულარი, შაუმიანი.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი.
11:00-დან 18:30 საათამდე – სოფლებს ახალსოფელი, საცხენისი, მარტყოფი, თელეთი, სააკაძე, სართიჭალა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.