10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ოქტომბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში კოსტავას, მშენებელთა, ნიკოლაძის ქუჩებზე.
10:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში წალასყური, თელეთი, კუმისი.
16:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება