12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს. შესაბამისი პროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარადგინეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას უნდა გამოიყენონ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.