გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 ოქტომბერს უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს ელიან, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.
რუსთავში, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +13, +23 გრადუსი დაფიქსირდება.