18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, გუმბათი, დარაკოვი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელბში თამარისი, არქევანი, ფარიზი, დიოკნისი და მიმდებარე სოფლებში,
16:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, კარაბულახი, განახლება, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში,
18:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, გამარჯვება, წალასყური და მიმდებარე სოფლებში,
18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, გარეჯის, ბათუმის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.