გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ველი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში შახმარლო და შინდლარი,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის რაიონის სოფლებში ნახიდური, თამარისი, ხატავეთი, ალავარი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში,
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკაში 25 მარტის, კოსტავას, კალაიჩევის და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.