21-ე მიკრორაიონში 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამი სახანძრო -სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,ცეცხლი წყლის გამაცხელებელს გაუჩნდა,რომელიც აივანაზე იყო განთავსებული . დახმარება მეზობლებმა დაკვამლიანების ნიადაგზე გამოიძახეს. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.