გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა და მიმდებარე სოფლებში,
10:30-დან 10:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელბში წინუბანი, დიდი ლილო, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 21 მიკრორაიონში, ლეონიძის და ლესელიძის ქუჩებზე,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, სააკაძის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, საფარლო, ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, მუხათი, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.