გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა და მიმდებარე სოფელბში,
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო, შახტოსტროი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, მამულო, განახლება და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.