3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს 11:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში საფარლო, ანგრევანი, ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ჯანდარი, ყიზილაჯლო, მარნეული და მიმდებარედ,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, ხატისოფელი, წიფორი, რაჭისუბანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.