30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს 07:00-დან 18:00 საათამდე შუალედში რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე,
10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირქენდი, ალგეთი, ნაგორნაია და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში,
11:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში პატარა თონეთი, ა;გეთი, საფუძვრები და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელ შახმარლოში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.