გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაცით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს
10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზქენდი, თაზაქენდი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი, მუღანლო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ბაზაქლო, პანტიანი, კამიშლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









