სადენებზე ცეცხლის გაჩენის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხა .

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სადენებზე ცეცხლის გაჩენა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.