ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთი პირი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.