ბარსელონაში დაპირისპირებაში გადაიზარდა პროტესტი დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის .
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები და ცეცხლმოკიდებული ნივთები დაუშინეს.
პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე 350 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები კვლავ კატალონიელი ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ.
ესპანეთის სასამართლომ 2 კვირის წინ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.