39 ადამიანი, რომელთა ცხედრებიც აღმოსავლეთ ინგლისში სატვირთო მანქანაში იპოვეს, ჩინეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სატვირთო მანქანა რამდენიმე ათეული ცხედრით ოთხშაბათს ღამით, ესექსის საგრაფოში იპოვეს. სატვირთოს მძღოლი 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი მო რობინსონი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანა ბულგარეთში იყო რეგისტრირებული, თუმცა ბრიტანეთში ბელგიის პორტიდან ზებრიუგედან მოხვდა.