გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთ, წყლულეთი, დიდგორი და მიმდებარე სოფლებში,
:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფელბში ნორიო, მარტყოფი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, წიფორი, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისში სიონის, მუსხელიშვილის, წმ. ნინოს, აღორძინების და მიმდებარე ქუჩებზე.  
როგორც კომპანიაში განმარტავენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
		








