5 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა. ტურნირში სუპერლიგის 9 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 3 ჯგუფში გადანაწილდნენ, : “ა” ჯგუფი – ქუთაისი, ოლიმპი, თსუ “ბ” ჯგუფი – რუსთავი, კაკტუსი, დინამო “გ” ჯგუფი – ბათუმი, ვერა, ტიტები გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალში გავლენ. “რუსთავი”-ს პირველი მეტოქე “დინამო” იქნება. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართა დღეს და გაგრძელდება 6 და 7 ოქტომბერს. ნახევარფინალები 8-ში, ხოლო ფინალი 9 ოქტომბერსაა დანიშნული. დუდუ დადიანის მემორიალის ყველა შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.