61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ზემო ბოდბის მცხოვრები გია გოგოშვილი ამბობს, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მანქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.