ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად ,დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.