გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქვიშიანი, ნორიო და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გონაშვილის, იალღუჯის, ყაზბეგის, ლომოურის, დოლიძის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე,
17:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში.
კომპანიის ინფრომაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.