9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს 10:00-დან 18:20 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში თოდრიას, ლესელიძის, მარჯანიშვილის, ქუჩიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე – კოსტავას, მშენებელთა, ნიკოლაძის ქუჩებზე.

12:00-დან 14:00 საათამდე – სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, კუმისი, ზემო თელეთი, კრწანისი.

13:00-დან 16:05 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, გამარჯვების, ჭავჭავაძის, ტოლსტოის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ თბილწყაროში.

15:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში არტყოფი, ვაზიანი, გამარჯვება, ლოჭინი, ლოჭინი, ლილოს დასახლებაში
.
12:00-დან 17:00 საათამდე – ქ. ბოლნისიში აღმაშენებელის, სულხან საბას, ჩოლოყაშვილის, სააკაძის, სიონის და მიმდებარე ქუჩებს. სოფლებს რატევანი, აკაურთა, რაჭისუბანი, ზვარეთი, დისველი და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებს ტალავერი, ქვ. ბოლნისი, ბოლნისი, მამხუტი, დარბაზი, ფოცხვერიანი, კიანეთი, წიფორი და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიაში განმარტავენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.