N16 საჯარო სკოლაში სამაგიდო თამაშის ,,რუსთავი” პრეზენტაცია გაიმართა

დღეს სამაგიდო თამაშის ,,რუსთავი”  პრეზენტაცია #16 საჯარო სკოლაში გაიმართა . მოსწავლეებს თამაშის წესების შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რეზო ბარბაქაძემ მიაწოდა.

რეზო ბარბაქაძის განმარტებით, ახალგაზრდული სამაგიდო თამაში გაეროს განვითარების პროგრამის და პოლონელი კოლეგების დახმარებით, ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

მისივე ინფორმაციით,სამაგიდო თამაში ,,რუსთავი“ მხოლოდ ინტელექტუალური გასართობი საშუალებაა არაა და  თამაშის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისადმი ინტერესის ამაღლება.

ახალგაზრდული სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია რუსთავის სხვა სკოლებშიც იგეგმება.