20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს.ბრალდებულის და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის, სვეტლანა ბეკერისა და მანია ავდალოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომას თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილიც ესწრება.
ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.