ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსთავი-თბილისის ავტობანზე ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. tv4-ის ინფორმაციით,  ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი,მეორე კი დაშავდა.   გარდაცვლილი მამაკაცი რუსთაველი არ იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე  რამდნენიმე წუთის წინ მოხდა. .ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები.

შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს ,ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.