ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში-დაშავდა სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჩხორიის მონაკვეთზე .

გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მათ კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფოტო:1tv.ge