ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯავ დარას მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ათობით დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პარასკევის ლოცვის აფეთქებამ მეჩეთის სახურავი ჩაანგრია, მომლოცველები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.