ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.