ძლიერი წვიმა იყო ბათუმში. შედეგად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ჭაობის დასახლება დაიტბორა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ნალექის გამო გადაადგილება უჭირთ.
შპს „ბათუმის წყლის“ პრესამსახურში აცხადებენ, რომ ყველა ქუჩაზე, სადაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, მათი ჯგუფები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
ამ დროისთვის, ბათუმში წვიმა შესუსტებულია.
ფოტო: ბათუმელები