ბოლნისის სოფელ ცურტავში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

შიდასასოფლო გზის სიგრძე, რომელიც სოფელში მოეწყო დაახლოებით 800 მეტრია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მისმა ღირებულებამ 466 000 ლარი შეადგინა. შემსრულებელი კომპანია შპს “ცეკური” იყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის კონსტანტინე კორძაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ გზა სოფლის მოსახლეობას გადაადგილებას გაუმარტივებს, ტურისტული ზონების მიზიდულობასაც გაზრდის , რადგან ის ისტორიულ დედათა მონასტერთან მისასვლელი გზას მოიცავს.