ბოლნისში ორი ახალი მინი-სტადიონი აშენდა-მიმდებარედ საბავშვო სკვერი მოეწყო

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ორი ახალი მინი-სტადიონი აშენდა. მიმდებარედ​ საბავშვო-გასართობი სკვერი მოეწყო. სტადიონების მშენებლობა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსდა  და ჯამში 320 000 ლარი დაჯდა.

შემსრულებელი კომპანია „ამხანაგობა ეს ვერ დააგე“ 3 თვის განმავლობაში სტადიონების მშენებლობაზე პარალელურ რეჟიმში მუშაობდა . ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, კონსტანტინე კორძაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ორივე მინი-სტადიონი მრავალფუნქციურია.

ადგილობრივებს  სტადიონზე როგორც ფეხბურთის, ასევე, ჩოგბურთის თამაში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ მინი-სტადიონები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაც ადაპტირებულია.