ბრიტანულ მხატვრულ ფილმს ‘’The Lady of Heaven’’ გადაღებების ფარგლებში,რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია. გადაადგილება შეზღუდულია,როგორც ავტოსატრანსპორტო ,ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის. აღნიშნულ ქუჩაზე, მოძრაობის შეზღუდვა 13:00 საათამდე განისაზღვრა.
სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
რაც შეეხება დანარჩენ მისამართებს, ფილმის ეპიზოდების გადაღებები, რუსთავში ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე იგეგმება .
ავტოსატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილება შეიზღუდება:ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის მოედანზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
სახელმწიფო პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში’’ ფარგლებში, სტუდია ,,სარკე’’ ბრიტანულ მხატვრულ ფილმს ‘’The Lady of Heaven’’ იღებს.
ისტორიული ჟანრის მასშტაბური მხატვრული ფილმის ‘’The Lady of Heaven’’ პროდიუსერია მეთიუ კუიპერსი, ხოლო რეჟისორი ჯონ სტივენსი.