დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველების ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია.

ამ დროისთვის მათი  იდენტიფიცირება მიმდინარეობს. საქმის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.