თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა

“საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა”-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მოცემულია ის ლოკაციები,სადაც რეგიონში და დედაქალაქში სიჩქარე გაკონტროლდება. ინფორმაციას tv4 უცვლელად გთავაზობთ:

1. თბილისში, ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი), 3+200 კილომეტრიდან – ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი), 8+150 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

2. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან – ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი), 3+200 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

3. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 – გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

4. თბილისში, გლდანის გადასახვევი,მე-11 კილომეტრიდან – ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი), 8+150 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

5. თბილისში, გლდანის გადასახვევი მე-11 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

6. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

7. თბილისი, გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

8. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა),(ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

9. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

10. ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

უწყების ცნობით,სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით, სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 794 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.