ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის ეზოში რეაბილიტირებული სპორტული მოედანი რუსთვის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სკოლის დირექტორთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნა. გარდა ამისა მე-16 სკოლის ეზოში შეკრებილი საზოგადოებისთვის 2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე ქალაქის მერმა სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ოლიმპიადის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა ოპილმიური თამაშების ისტორიაზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს. მონაწილეებმა სტუმრებისთვის სხვადასხვა ქვეყნის უძველესი ისტორიები გააცოცხლეს. როგორც სკოლის მენეჯერი აცხადებს ოლიმპიური თამაშების კვირეული მე-16 სკოლაში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სპორტის შემდეგ სახეობებში- ფეხბურთში , კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ტენისსა და ჭადრაკში .
ღონისძიებას ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები რამაზ გოგობერიშვილი, გიგა ვეფხვაძე, ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის” დირექტორი გეგი ლიპარტელიანი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.