მერიაში მოქალაქის საჭიროებებზე მორგებული ახალი სისტემა დაინერგება

რუსთავის მუნიციპალიტეტში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის, ახალი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტისა და მოქალაქის საჭიროებებზე მორგებული ახალი სისტემის დანერგვა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით ხორციელდება.

პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკი უწევს, ხოლო ტექნიკურად მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს (MSDA).

მუნიციპალიტეტებში ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობას, სერვისების მეტად ხელმისაწვდომიბასა და ნაკლებ ბიუროკრატიულობას ემსახურება.

აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.