“ეს თქვენი საქმე არ არის” – ასე პასუხობს რუსთაველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე კითხვას, უნდა შეიკრიბოს თუ არა წმიდა სინოდი მეუფე იაკობის განცხადებებზე.
ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
“თქვენი საქმე არ არის უნდა შეიკრიბოს თუ არა წმიდა სინოდი, ჩემი აზრი მე ჩემთვის მაქვს, შენთვის არ მაქვს… არ გპასუხობ, ხომ ხედავ, ჯიუტად რატომ მიმეორებ შენ, პატარა ბავშვი ხარ, ჩემი შვილიშვილის ტოლა ხარ და მელაპარაკები ასე კადნიერად და თავხედურად, გეუბნები, რომ ყველა ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხს. შენ ძალადობ, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, იმიტომ, რომ შენ ამისთვის ფულს გიხდიან, არაფერი არ გამოგივა, იცოდე. ხოდა, პროფესიული მოვალეობა შეასრულე სხვაგან, მე პასუხი გაგეცი, არ მოგწონს ჩემი პასუხი? მე გაგეცი პასუხი – ყველა ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხს” – უთხრა მეუფე იოანემ ჟურნალისტს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობის სტატუსის შეჩერება დადგეს დღის წესრიგში, მეუფე იოანე პასუხობს – “ეს თქვენი განსაკითხავი არ არის, თქვენი საკითხავი არ არის ეს”.