“უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება” ,- აღნიშნულია საპატრიარქოს წმინდა სინოდის ოქმში.
აქვე მითითებულია, რომ წმინდა სინოდის წევრების განცხადებით, მათ მიტროპოლიტ პეტრეს სინანულისკენ მოუწოდეს, მაგრამ მან თავი დამნაშავედ არ სცნო. “წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.”,- აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია საუბარი.
“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.”,-განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს წმინდა სინოდის სხომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტს მღვდელმთავრობა ჩამოართვეს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ თავად განაცხადა.
“მეორე, დღეს წინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ მას შემდეგ, რაც სინოდის სხდომა დატოვა.