ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო სინოდის სხდომაზე – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) განუცხადა . მისი განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა.
“როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
რაც შეეხება ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს განცხადებით, მეუფე იაკობმა ბოდიში მოიხადა სინოდის წინაშე და მღვდელმთავრებისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.