უახლოეს დღეებში TV4-ის ეთერში მაყურებელი ფილმის პრემიერას იხილავს. TV4 წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს ,,ორივე მხარეს საქართველოა“ , რომელიც ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ცხოვრებას, მოღვაწეობას და მისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს დეტალურად  ასახავს.

ფილმის რეჟისორი თათია ნანობაშვილია, რომელმაც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ,საკმაოდ დიდი რაოდნობის დოკუმენტური მასალა შეაგროვა იმისთვის ,რომ მომავალი თაობები  ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირს ,ჟიული შარტავას იცნობდნენ.  ფილმში  მძიმე ისტორიები, დოკუმენტური კადრები და  მოგონებებია, რომლებიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ჯერ არ გაჟღერებულა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას  შესახებ ამ მასშტაბის სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი იქმნება.