რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის ციხის აღმოსავლეთ ზღუდის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლისას პირველი აღმოჩენები გააკეთა. არქეოლოგების ჯგუფმა ტერიტორიაზე კედლის ნაგებობები, თონე, ქვევრი , სხვადასხვა სახის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინეს.
სამუშაოების ძირითადი მიზანი ძეგლის აღმოსავლეთ ზღუდის რეაბილიტაციისთვის მომზადებაა, რომლიც 2020 წელს იგეგმება.
რაც შეეხება ციხის ჩრდილოეთ ზღუდეს, შეგახსენებთ, მონაკვეთის რესტავრაციისთვის ტერიტორია უკვე მომზადებულია და სარესტავრაციო სამუშაოები ერთი კვირის ვადაში დაიწყება.
შესაბამისი სამუშაოებისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ,გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ინჟინერის აზრმა“ გაიმარჯვა.
კომპანიის საპროექტო სამუშაოებისთვის 21 200 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს, „ქართუ ფონდის“ აფინანსებს.
სამუშაოები ადგილზე პირველი ოქტომბრიდან დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.