რუსთავის მუზეუმში საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. გამოფენის ფარგლებში ადგილობრივი ხელოვანების,სხვადასხვა ჟანრის 60-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობას 30 რუსთაველი ხელოვანი იღებდა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები გრაფიკის, ქანდაკების და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს.
ღონისძიებას როგორც ადგილობრივი,ასევე დედაქალაქიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამოფენაზე იმყოფებოდა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმდჯომარე.