რუსთავში “C ჰეპატიტის ელიმინაცია: ერთად დავამარCხოთ C ჰეპატიტი!” შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის ორგანიზებით, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამით მიმდინარე C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში შეხვედრა სახელწოდებით  “C ჰეპატიტის ელიმინაცია: ერთად დავამარCხოთ C ჰეპატიტი!” გაიმართა.

შეხვედრას  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ქ.რუსთავის მერი, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ და ყრუ-მუნჯთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .

განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის  ინფორმაციით, შეხვედრა  ქვემო ქართლის რეგიონში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და C ჰეპატიტის ტესტირებაზე მუნიციპალური ორგანოების დახმარებით რეგიონში დასახლებული მოსახლეობის მობილიზებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში 2015 წლის 1 აპრილიდან  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას  შესაძლებლობა აქვს  დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი უფასოდ ჩაიტაროს.

მკურნალობა  ბოლო თაობის, ძვირი ბრენდული პრეპარატებით ხორციელდება, რომელიც  თითქმის 100 % იანი განკურნების ალბათობით გამოირჩევა. დღემდე პროგრამაში  61 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მათგან მკურნალობა 56 000 პაციენტმა დაასრულა . განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად  შესაძლებლობისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, პროგრამისთვის ჯერ კიდევ,   არ მიუმართავს, ასევე არ არის გამოვლენილი დაახლოებით 90 000 ადამიანი, რომლებიც  კვლევის მიხედვით ,სავარაუდოდ , C ჰეპატიტით არიან ინფიცირებულები.