რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის ეპარქიას უხელმძღვანელებს

რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ქუთაისის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად ​დაინიშნა.

გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
 
ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა, როდესაც მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, რუსთველი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ქუთაისის ეპარქიაში გადაყვანა წმინდა სინოდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოხდა.